Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ივანე ჯავახიშვილი - 150

მოგესალმებით, 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2026 წლის 23-24 აპრილს გამართავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ივანე ჯავახიშვილი - 150.

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:

 

საქართველოს ისტორია; მსოფლიო ისტორია, ქართული ლიტერატურა; ლიტერატურათმცოდნეობა; თარგმანმცოდნეობა; ენათმეცნიერება; ქართული ენა; კავკასიოლოგია; ეთნოლოგია-ანთროპოლოგია; არქეოლოგია; ფილოსოფია; ხელოვნების ისტორია და ვიზუალური ხელოვნება;  კულტურის კვლევები;  სოციალური მეცნიერებები; ეკონომიკა,  ეკონომიკის ისტორია;  სამართალი და სამართლის ისტორია;  ფსიქოლოგია, განათლების მეცნიერებები; მედიცინა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 31 მარტამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: javakhishvili150@tsu.ge

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

 

 

საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი;  ekaterine.navrozashvili@tsu.ge

 

 

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word ) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

1.      ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

2.      თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

3.      ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

4.      ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

5.      თეზისების ძირითადი ტექსტი  ქართულად და ინგლისურად;

6.      3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;

7.      ფორმატი — A4

8.      შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)

9.      თეზისების ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

10.  ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

11.  თეზისის მოცულობა:  300-300 სიტყვა.

12.  თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

 

ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

საკვანძო სიტყვები;

თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე - 12 ზომის შრიფტით.

 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასწორად გაფორმებული თეზისები არ მიიღება!

 

თარიღი: 13/03/2026